🚧ფოთში, აბესალომ ვეკუას ქუჩაზე ახალი სატუმბი სადგურის მშენებლობა მიმდინარეობს.
📌სატუმბი სადგურის პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე მოთხოვნის შესაბამისი რამდენიმე საფეხურიანი ავანკამერის მოწყობას, ნიაღვრული წყლების ზღვის აკვატორიაში გადაღვრის გათვალისწინებით. 9 აპრილის ხეივნის მაგისტრალური სანიაღვრე არხებისა და შემომავალი სანიაღვრე კოლექტორების გაფართოება-რეაბილიტაციას. ჰიდროტექნიკური ნაგებობის და სხვა დამხმარე ნაგებობების მოწყობას.
✅აღნიშნული სატუმბი სადგური, უხვი ნალექის დროს, დატბორვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად მოემსახურება კუნძულის უბნის გარკვეულ ნაწილს.
📍პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 1 325 501 ლარს.
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/05/281887677_5303087683080598_1742497258379042232_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/05/281898584_5303087453080621_4149032140473254470_n-499x413.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/05/281932661_5303102636412436_8260215474474516058_n-499x458.jpg)