ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოადგილის თანამდებობაზე ლექსო თოდუა დანიშნა🤝 ლექსო თოდუა პროფესიით ფინანსისტია და სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.
▶️„მადლობა მინდა გადავუხადო ქალაქის მერს, ბატონ ბექა ვაჭარაძეს გამოცხადებული ნდობისთვის და გუნდს მხარდაჭერისთვის. ჩემთვის პატივთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაა ამ გუნდთან ერთად ვემსახურო ქალაქ ფოთს და წვლილი შევიტანო მუნიციპალიტეტის უკეთესი მომავლისათვის“-განაცხადა ლექსო თოდუამ.