🥇ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, კვლავ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლების მქონე საჯარო დაწესებულებათა შორისაა.
📝ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) კვლევის შედეგების მიხედვით, ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი შედეგი აქვს.
⏳საკრებულოს მიერ დაცული იყო კანონით განსაზღვრული ინფორმაციის გაცემის 10-დღიანი ვადა და გაცემული ინფორმაცია შეფასდა როგორც სრულყოფილი.
📨2021 წლის ანგარიშის თანახმად კვლევა 285 საჯარო დაწესებულებაში ჩატარდა და 13 ყველაზე ღია საჯარო დაწესებულება დაჯილდოვდა.
👉ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) 2010 წლიდან ახორციელებს საქართველოში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მონიტორინგს.