📚ქალაქი ფოთი ინტელექტუალურ თამაშებში ღია ჩემპიონატს მასპინძლობს. თამაშებში – ,,რა? სად? როდის?’’, “ბრეინ-რინგი”, “ჯეპარდი” ფოთელ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს საუკეთესო მოაზროვნეები მონაწილეობენ.
🏆ჩემპიონატში 22 გუნდი ასპარეზობს. ტურნირი 2 დღიანია და 3 სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშისგან შედგება. გამარჯვებული გუნდები ფოთის მერიის მიერ დაწესებულ ფულად პრიზებს მიიღებენ.
ტურნირის დაწყებამდე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ფოთელი მოაზროვნის დავით ჭოჭუას ხსოვნას.
ქალაქ ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ ჩემპიონატის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა👏
📍ღია ჩემპიონატი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის და ფოთის ინტელექტკლუბის ორგანიზებით იმართება.