დღეს, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით, მოსახლეობის პრიორიტეტების ანალიზსა და საბიუჯეტო ინიციატივების შემუშავებაზე, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე და საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ, 2023 წლის ბიუჯეტზე და პრიორიტეტის დოკუმენტის შედგენაზე იმსჯელეს.
საკრებულოს წევრებმა მომავალი წლის ბიუჯეტში ასახვის მიზნით, ინიციატივები წარმოადგინეს, რომელიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, მათ შორისაა სივრცითი მოწყობა, ახალგაზრდული პროგრამები, სოციალური თემატიკა და მოსახლეობისთვის საჭირო სერვისები.
საკრებულოს წევრებმა საბიუჯეტო ინიციატივები მოსახლეობასთან შეხვედრების დროს გამოკვეთილი პრიორიტეტების ანალიზის საფუძველზე შეარჩიეს. საბიუჯეტო საკითხის სპეციალისტმა GIPA -ს ადგილობრივ თვითმმართველობათა ცენტრის ხელმძღვანელმა ნინო ლოლაძემ შეხვედრის მონაწილეებთან 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტსა და 2023 წლების ბიუჯეტის მომზადების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობასა და გამოწვევებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე იმსჯელეს მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავებისას მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმებზე და მათი საჭიროებების იდენტიფიცირების ეფექტურ მეთოდებზე.
სამუშაო შეხვედრა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.