🎨 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პლენერს “პალიტრა ფოთი 2022” მასპინძლობს.
🎊 პლენერი სამხატვრო სასწავლებელში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. პლენერის მონაწილე უცხოელი და ქართველი მხატვრები ათი დღის მანძილზე შექმნიან 20-მდე ფერწერულ ტილოს, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში განთავსდება.
🎯 პროექტის მიზანი სახვითი ხელოვნების განვითარების ხელშეწყობაა. ქართველ მხატვრებს აქვთ საშუალება უცხოელ კოლეგებთან ერთად იმუშაონ, გაიზიარონ შემოქმედებითი სიახლეები და ასევე, გაეცნონ თანამედროვე მხატვრობაში არსებულ ტენდენციებს.
✅საერთაშორისო პლენერი “პალიტრა ფოთი 2022” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება.