ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო პლენერი “პალიტრა ფოთი 2022” მიმდინარეობს.
სამხატვრო სასწავლებელში პლენერის გაიხსნის ცერემონიალს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.
პროექტში უცხოელი და ქართველი მხატვრები მონაწილეობენ, რომლებიც ათი დღის მანძილზე შექმნიან რამდენიმე ფერწერულ ტილოს, რომელიც ფოთის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში გამოიფინება.
პლენერი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანი მხატვრების გამოცდილების გაზიარება და შემოქმედებითი ზრდის ხელშეწყობაა.