🤝🏻ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
✊🏻სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, რომელიც ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. ასევე, შეთანხმდნენ მომავალში მჭიდრო თანამშრომლობაზე.
🚧აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფოთში, მდინარე რიონზე ფოლად-რკინა-ბეტონის 8 მალიანი საავტომობილო ხიდი აშენდება, რომელიც სწორედ აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება. ხიდი 436 მეტრს, ხოლო მისასვლელი გზების სიგრძე, ჯამში, 2 კმ-ს შეადგენს. პროექტის საერთო ღირებულება კი 60.8 მილიონი ლარია. აღნიშნული პროექტის ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და ამ ეტაპზე მშენებლობის წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.
📌ახალი ხიდის მშენებლობა, ფოთის მიმართულებით, მაღალი ინტენსივობის საერთაშორისო მნიშვნელობის გზაზე, შეუფერხებელ სატრანზიტო მიმოსვლას უზრუნველყოფს.
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/06/285079352_5374052145984151_8702809601114202420_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/06/284942740_5374051142650918_92528756708697769_n-499x333.jpg)