🏆 ფოთის კალათბურთელ ჭაბუკთა ნაკრები „ირაო“ ღია საკალათბურთო ფესტივალის გამარჯვებულია!
🏀 ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ნაკრების ვარჯიშს დაესწრო, სპორტსმენებს მიღწეული წარმატება პირადად მიულოცა და აღნიშნა, რომ მათი გამარჯვება ხელს უწყობს კალათბურთისა და სპორტის პოპულარიზებას ჩვენს ქალაქში.
⛹️♂️3-5 ივნისს ქალაქ ბათუმში გაიმართა საქართველოს სპორტის დამსახურებული მუშაკების ალეკო გოგოტიშვილის და გარიკ არინინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია საკალათბურთო ფესტივალი 2008-2009 წწ. დაბადებულ ჭაბუკთა შორის. სწორედ ამ ფესტივალზე, 5 ჩატარებული კალენდარული თამაშიდან ფოთელმა კალათბურთელებმა ხუთივე მატჩში გამარჯვებას მიაღწიეს და გამარჯვებულები გახდნენ.
✊🏻ვულოცავთ ახალგაზრდა კალათბურთელებს გამარჯვებას და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ !