#თანაბარი_უფლებები#თანაბარი_შესაძლებლობები_ყველას
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, საკრებულოს პირველი მოადგილის, გენდერული საბჭოს თავმჯდომარის მაია დოლბაიას ინიციატივითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით, “სოციალური რეფორმებისათვის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა “დღის ცენტრი”-ს ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ.
საკრებულოს წევრებმა ბავშვების ნამუშევრები ადგილზე დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
ღონისძიებაში საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუამ და საკრებულოს წევრმა სალომე წულაიამ მიიღეს მონაწილეობა.
14 ივნისს, საქართველოში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2000 წლიდან აღინიშნება