ქალაქ ფოთში, 2022 წლის მე-7 რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა.
სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ცხრა საკითხი განიხილეს:
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს 2014 წლის 28 თებერვლის №6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 31 იანვრის №1/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შევსებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის აღრიცხვის ჟურნალისა და გამოსაყენებლად უვარგისი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 14 მარტის №6/10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ სატრანპორტო საშულება FORD CARGO 1824 (რეგისტრაციის ნომერი BK820KB, გამოშვების წელი 2007, ტიპი – სპეციალიზებული)-ზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო სარგებლობის (თხოვება) უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ჭავჭავაძის და შავი ზღვის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე 6.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.01.513) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩა №12-ში მდებარე, №1 შენობა-ნაგებობის პირველ სართულზე არსებული 284.29 კვ.მ. ფართის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.705) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სერვისების ცენტრისათვის“ უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, აუქციონის გარეშე სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 228.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.21.052) შპს ,,მეტალ ტრეიდისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო მისასვლელი ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების (,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N№27/28 დადგენილების ცვლილების) მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
სხდომაზე მიღებულ იქნა ოთხი დადგენილება და ხუთი განკარგულება