ფოთში, ხელბურთის დარბაზში ტრაგიკულად დაღუპული ალეკო წოწორიას სახელობის ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეგრელო-ზემო სვანეთის ღია ტურნირი კარატე-დო-ში გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე სანდრო ქუშაშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ტურნირი 2007-2016 წ.წ. დაბადებულთა შორის გაიმართა და მასში ბათუმის, ზუგდიდის, სენაკის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აფხაზეთისა და ფოთის ნაკრებ გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა.
მედლები 22 წონით კატეგორიაში გათამაშდა.
I ადგილის მფლობელები დაჯილდოვდნენ პრიზებითა და ალეკო წოწორიას სახელობის თასებით, ხოლო საპრიზო ადგილებზე გასული მონაწილეები – შესაბამისი ხარისხის მედლებით.