✅ ფოთში, უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა 39 ოჯახს პირველადი საჭიროების კალათები გადაეცა საჩუქრად.
▶️ ამანათები მოიცავს ბავშვებისთვის საჭირო საბაზისო მედიკამენტებს, ჰიგიენურ ნივთებს და სასურსათო პროდუქტებს.
🤝 აქცია, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების თანამშრომლობის ფარგლებში ჩატარდა. პროცესის განხორციელებაში აქტიურად იყო ჩართული ქალაქ ფოთის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური, მერის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტებში და წითელი ჯვრის ადგილობრივი მოხალისეები.
📍 აღსანიშნავია, რომ ფოთის მერიასა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას შორის თანამშრომლობის ფარგლებში, ქალაქში სხვადასხვა სოციალური აქტივობა უკვე 2 წელია ხორციელდება.
პროექტის მხარდამჭერია სუპერმარკეტების ქსელი 2 ნაბიჯი • 2 Nabiji, საქართველოს ბანკი და საპატრიარქოს ახალგაზრდული ფონდი.