#ფოთის_შშმ_ბავშვთა_დღის_ცენტრი_იუბილარია
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებმა მაია დოლბაიამ და შალვა სარდალიშვილმა სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუასთან, საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად “სოციალური რეფორმებისათვის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა “დღის ცენტრ”-ს 9 წლის იუბილე მიულოცეს და ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადასცეს.
ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, ცენტრის ბენეფიციარებისთვის საბავშვო კონცერტი მოაწყვეს მოსწავლე ახალგაზრდობის შემოქმედებითი ცენტრის აღსაზრდელების შესრულებით.
ღონისძიების პარალელურად საზეიმო განწყობაზე ანიმატორებმა იზრუნეს.
თამარ ფოფხაძის ხელძღვანელობით სოციალური რეფორმებისათვის” შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა “დღის ცენტრი” 2013 წელს დაარსდა და მას შემდეგ არაერთმა ბენეფიციარმა მიიღო ცენტრის მომსახურება.