#სუფთა_გარემო#ჯანსაღი_ცხოვრება
დღეს, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მალთაყვის ტყე-პარკი დასუფთავების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ, საკრებულოს წევრებმა, აპარატის თანამშრომლებმა და მერიის წარმომადგენლებმა.
აღსანიშნავია, რომ მალთაყვის ტყე-პარკის ტერიტორია მუნიციპალიტეტის სერვის ცენტის მიერ ეკალბარდებისგან გაიწმინდა. ამ ფაქტორის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია ამ ტერიტორიაზე სისუფთავის დაცვა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კუთხით ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა.
აქციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისაგან გაწმინდეს.
დასუფთავების აქცია ფოთის მუნიციპალიტეტში პერიოდულად იმართე