9 ივლისს, ქალაქის მოსახლეობისთვის, უფასო სამედიცინო კონსულტაციები და გამოკვლევები ჩატარდა.
აქციაში მონაწილეობდნენ აკადემიკოს ვ. ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია მეტაბოლოგია-დიეტოლოგიის ცენტრი “ენმედიცი“-ს ბათუმის ფილიალის ექიმ-სპეციალისტები.
აქცია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით და “ენმედიცი“-ს ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.