🏊🏻♀️ 29 ივლისიდან, ფოთში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი, სრული დატვირთვით დაიწყებს ფუნქციონირებას.
♟️ 15 ივლისიდან, 10 დღის განმავლობაში, სპორტული კომპლექსი, პირველ ღონისძიებას – საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე.
🏊🏻🏋🏻♂️⛹🏻 ფოთის სპორტულ კომპლექსში მოწყობილია დიდი და მცირე ზომის საცურაო აუზები, ფიტნეს დარბაზი, მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი, სასტუმროს ნომრები, კაფეტერია, მწვრთნელებისა და საექიმო კაბინეტები. სპორტული კომპლექსის ყველა სივრცე ადაპტირებულია.
✅ ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, კომპლექსი აღიჭურვა ავეჯით, ტექნიკით და ყველა საჭირო ინვენტარით. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, სპორტული კომპლექსის შენობა, ქალაქს საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა.
🤝 მადლობა ფოთის მაჟორიტარ დეპუტატს ირაკლი ხახუბიას და ცენტრალურ ხელისუფლებას ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებისთვის.
✊🏻 ქალაქში გაჩნდა შესაძლებლობა მოსახლეობამ ისარგებლოს მაღალი სტანდარტების სპორტულ-გამაჯანსაღებელი სერვისით და უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს, სპორტის მრავალ სახეობაში.
✅პროექტის საერთო ღირებულება 14,5 მილიონ ლარს შეადგენს.
ირაკლი ხახუბია / Irakli Khakhubia
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი