♟დღეს ფოთში საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი გაიხსნა. მასში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკე ასპარეზობს. მათ შორის საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.
🎊ღონისძიების საზეიმო გახსნას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი ბექა ვაჭარაძე დაესწრო, მონაწილეებს სიტყვით მიმართა და წარმატებები უსურვა.
🏊🏻🏋🏻♂️⛹🏻აღსანიშნავია, რომ წელს ფესტივალს ათი დღის განმავლობაში, ფოთის ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობს. მისი საპრიზო ფონდი 45 000 ლარს შეადგენს.
👫 საჭადრაკო ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სპორტული თუ კულტურული ღონისძიება.