დღეს, ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში მე-15 საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალ “ნანა ალექსანდრიას თასი -2022” ის საზეიმო გახსნას ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები მაია დოლბაია და თორნიკე კირთაძე საკრებულოს წევრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთნ ერთად დაესწრნენ.
ფესტივალი ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო კლუბი ′′ნანა′′-ს ორგანიზებით იმართება.
ღონისძიების სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ჩართულია 400-მდე მოჭადრაკე.
ტურნირები შვეიცარული სისტემით 9 ტურად შედგება და 24 ივლისამდე გასტანს.
ფოთის სპორტული კომპლექსი, რომელშიც დღეს სტარტი აიღო საერთაშორისო საჭადრაკო ფრსტივალმა მზადაა მსგავსი ღონისძიებების ჩასატარებლად და სრული დატვირთვით 29 ივლისს ამოქმედდება.