ახალგაზრდების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა, უმაღლეს სასწავლებლებთან მემორანდუმი გააფორმა.
🎯ორმხრივი შეთანხმება ითვალისწინებს სტუდენტების ჩართულობას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და დიზაინერული საქმიანობის მიმართულებით . პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები. დაიგეგმა სტაჟირების პროგრამა, რომელიც საშუალებას მისცემს წარმატებულ სტუდენტებს დასაქმდნენ და განახორციელონ თავიანთი ინოვაციური იდეები ჩვენს ქალაქში.
🤝ფოთის მუნიციპალიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს და საქართველოს უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი ფოთის მერის პირველმა მოადგილემ, დავით კვიციანმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე კირთაძემ მოაწერეს.
✅სტუდენტებმა, შეხვედრაზე საკონკურსო და სემესტრული ნაშრომების ფარგლებში, პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს კონკრეტული პროექტები ქალაქგეგმარების და ურბანული განვითარების მიმართულებით. მადლობა სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის !