♟ფოთში, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი დასრულდა.
🎊 ფესტივალში, ათი დღის განმავლობაში 10 ქვეყნის 400-მდე მოჭადრაკემ იასპარეზა. მონაწილეებს შორის იყვნენ საერთაშორისო დიდოსტატები და ოსტატები, ფიდეს ოსტატი, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში. ღონისძიებას ახალი მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მასპინძლობდა.
🤝 ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა 10 ტურნირი. გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ.
👏 განსაკუთრებით აღსანიშნავია ფოთელი 8 წლის მოჭადრაკის წარმატება. ასაკობრივ ტურნირში გიორგი წულაიამ პირველი ადგილი მოიპოვა. ვულოცავთ ყველა გამარჯვებულ სპორტსმენს და მწვრთნელს მიღწეულ შედეგებს და შემდგომ წარმატებებს ვუსურვებთ ! ფესტივალი, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის და ფოთის საჭადრაკო კლუბ ′′ნანა′′-ს ორგანიზებით გაიმართა.