ქალაქ ფოთში, 2022 წლის 29 ივლისს რიგით მერვე საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა.
სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინელ ხალხს და მიუსამძიმრა უკრაინაში მიმდინარე ომის დროს დაღუპული ფოთელი მებრძოლის კახა გოგოლის ოჯახის წევრებს.
taksim escortსაკრებულოს წევრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს თანაქალაქელის ხსოვნას.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ექვსი საკითხი განიხილეს.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
„არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 მარტის №3/24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ვალერი გეგიძის ქუჩაზე მდებარე 28.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.968) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, №4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების – შპს ,,საფეხბურთო კლუბი კოლხეთი 1913“-ის (ს/კ 215137830) 100 პროცენტი წილის ელექტრონული აუქციონით, მართვის უფლებით 49 (ორმოცდაცხრა) წლის ვადით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
სხდომაზე მიღებულ იქნა ექვსი განკარგულება.