საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: მაია დოლბაია, შალვა სარდალიშვილი, სოციალური კომისიის თავმჯდომარე ნანა ვეკუა და საკრებულოს წევრები, მერის მოადგილე ლექსო თოდუასთან ერთად გაცნობითი სახის ვიზიტით სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ კოლეჯი ,,ფაზისი”-ში, სადაც ღია კარის დღე ჩატარდა.
კოლეჯის დირექტორმა ნინო ბაკურაძემ სტუმრებს კოლეჯის საქმიანობა და მიმდინარე და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროფესიული პროგრამები გააცნო.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა, სასწავლო ლაბორატორიები და პროფესიებთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხები.
შეხვედრაზე, ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.