🛥️ ფოთმა, შავი ზღვის რალი “DADDRALLY BLACK SEA 2022“-ს უმასპინძლა. შავი ზღვის აუზის ქვეყნებისათვის, „სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის“ (DADD) ორგანიზებით, 1 ივლისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით, შავი ზღვის რალი “DADDRALLY BLACK SEA 2022“იმართება.
⚓ რალის ფარგლებში, 30 ივლისიდან 1 აგვისტომდე, ფოთის პორტში 21 კატარღისგან შემდგარი ფლოტი შემოვიდა. 🛟 სხვადასხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი იახტები, 66 დღის განმავლობაში 40 ნავსადგურს მოიცავს. ღონისძიების მიზანია, შავი ზღვის პოპულარიზაცია და სამოყვარულო ნაოსნობის განვითარება.
🤝🏻ღონისძიების ფარგლებში, ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ „სამოყვარულო მეზღვაურთა ასოციაციის“ (DADD) წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
✅ ქალაქი ფოთი, უკვე მეორედ მასპინძლობს შავი ზღვის რალს. ყოველწლიურად იზრდება ინტერესი ფოთის, როგორც საზღვაო და ტურისტული ქალაქის მიმართ.