2022 წლის 8 აგვისტოს, 12:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში (ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქ. #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მერვე სხდომა.
şişli escort დღის წესრიგი:
- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თემური დუნდუა – საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე/
2..ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
/მომხს: ზურაბ ტიბუა – სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსი/
/მომხს: ნანა ვეკუა – სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე/
3.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი №28-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.15.188) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/
4.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების – სატრანსპორტო საშუალება VOLKSWAGEN PASSAT (რეგისტრაციის ნომერი EE 099 HH, გამოშვების წელი – 2012, ტიპი – სედანი)-ის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
/მომხს: ბექა ვაჭარაძე – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი/
/თანამომხს: თორნიკე ხარჩილავა – ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების
საკითხების კომისიის თავმჯდომარე/