საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ და ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად აგვისტოს ომში გარდაცვლილ გმირებს პატივი მიაგეს და დაღუპულთა მემორიალი ყვავილებითა და გვირგვინებით შეამკეს. ღონისძიებას ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და ქალაქის საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების დროს 12 ფოთელი გარდაიცვალა: კიკალეიშვილი ოთარი გაბუნია შალვა ბარბაქაძე ზვიადი დათუაშვილი ზვიადი კაცაძე გოჩა ტურავა ლევანი ნანავა ზურაბი ფიჩხაია თემური ღვინჯილია გიორგი ჩიჩუა ზვიადი ჭიტაძე თეიმურაზი ჯიქია გელა საკათედრო ტაძარში ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლმა დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა. 8 აგვისტოს, ფოთის ნავსადგურსა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რუსული სამხედრო ვერტმფრენებიდან ბომბები დაუშინეს. რუსულ აგრესიას ნავსადგურის თანამშრომლების სიცოცხლეც შეეწირა. საკრებულოს წევრები, „ეი პი ემ ტემინალს ფოთის“-ს ტერიტორიაზე, სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული ნავსადგურის თანამშრომლების ხსოვნის მემორიალის გახსნას დაესწრნენ.