ქალაქ ფოთში, 2022 წლის 9 აგვისტოს რიგით მეცხრე საკრებულოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა. საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე გუდაურში ავიაკატასტროფის შედეგად რვა ადამიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და საკრებულოს წევრებთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
istanbul escortსხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.
„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, შოთა რუსთაველის რკალი №28-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.02.15.188) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების – სატრანსპორტო საშუალება VOLKSWAGEN PASSAT (რეგისტრაციის ნომერი EE 099 HH, გამოშვების წელი – 2012, ტიპი – სედანი)-ის სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და სამი განკარგულება.