✅️ ფოთში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 100 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა მიმდინარეობს.
🚧 ახალი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება ბარათაშვილის ქუჩაზე შენდება.
📌 გარდა შიდა ინფრასტრუქტურისა, კეთილმოეწყობა ეზოც. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.
📍პროექტს ახორციელებს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით. სამუშაოებს კომპანია „პრაიმ ბეტონი“ ასრულებს და მისი ღირებულება შეადგენს 3 884 993 ლარს.
✊🏻 პროექტის დასრულების შემდეგ ჩვენს პატარებს ევროპული სტანდარტების შესაბამის გარემოში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება.