⚽ საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”-ის განვითარებისა და ქალაქში ფეხბურთის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია უტარდება.
✅ პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალი სახურავის და გათბობის სისტემის მოწყობა, სველი წერტილების და აივნის მიშენება, ოთახების და გარე ფასადის რეაბილიტაცია, კარ-ფანჯრების შეცვლა, სამედიცინო პუნქტის მოწყობა.
📌 მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 481 440 ლარს შეადგენს.
⚽ ფოთის ,,კოლხეთი 1913’’ მე-2 ლიგაში გადასასვლელად იბრძვის. ამჟამად, გუნდი მე-3 ლიგაში მე-2 ადგილს იკავებს და 15 სექტემბერს შინ გამართავს მორიგ შეხვედრას.
✊🏻 ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს სპორტსმენების მხარდაჭერას და მოტივაციას ,რათა მათ უფრო მეტ წარმატებას მიაღწიონ.
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306624618_5642050802517616_5625387934277539794_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306750905_5642050915850938_8845466845907143277_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306937463_5642050995850930_7407919337957972199_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306501158_5642051159184247_447424642779665232_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306642720_5642051332517563_4568205966365605911_n-499x333.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306622847_5642051429184220_1947484026027217156_n-499x418.jpg)
![](https://poti.gov.ge/wp-content/uploads/2022/09/306815573_5642051562517540_1831594939315440200_n-499x333.jpg)