ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა, მერთან და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებს შეხვდა. შეხვედრაზე ისაუბრეს სხვადასხვა საჭიროებებზე და მათ უბნებში განსახორციელებელ პროექტებზე.
დაგეგმილი პროექტები:ახალი რაიონი – სკვერის მოწყობა, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი; კოსტავას ქ. N 4, 6, 8 -ეზოს კეთილმოწყობა;9 აპრილის ხეივანი N 33 -ეზოს კეთილმოწყობა;ჭავჭავაძის N 144 -ეზოს კეთილმოწყობა.