საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ორგანიზებით, პროექტის ,,დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი ,,სუფთა რეგიონი 2022″.
istanbul escortკონკურსის მიზანია გამარჯვებულის გამოვლენა ქვეყნის მასშტაბით შემდეგ ნომინაციებში:
✅ ,,სუფთა რეგიონი”
✅ ,,სუფთა მუნიციპალიტეტი”
✅ ,,სუფთა ქალაქი”
✅ ,,სუფთა სოფელი”
✅ ,,სუფთა ქუჩა”
✅ ,,ლამაზი ეზო”
✅ ,,ლამაზი აივანი”
✅ ,,ყველაზე სუფთა საწარმოს ეზო”
✅ ლურჯი ნაკადული
კონკურსში მონაწილე მხარეების, ქალაქების, მუნიციპალიტეტების, სოფლებსა და მოსახლეობის წარმომადგენლებს საკონკურსე პერიოდში საშუალება აქვთ, გადმოაგზავნონ ფოტო და ვიდეო მასალები ელ.ფოსტაზე: info@greens.ge, nino.chkhobadze@gmail.co და ფეისბუქის მისამართზე.
➡️ შეფასება მოხდება შეფასების კომისიის მიერ
➡️ შეფასების კომისია შედგება პროექტში ,, დავიცვათ საქართველოს სისუფთავე” მონაწილე ორგანიზაციების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისგან.
➡️ სუფთა ლამაზ ეზოსთან, სუფთა ლამაზ საწარმოო/ორგანიზაციის ეზოსთან და ლამაზ აივანთან დაკავშირებით ინფორმაციისა და ფოტოსურათების მოწოდება შეუძლია მესაკუთრეს, მის მეზობელს, ნაცნობს ან მეგობარს. სურათს თან უნდა ერთვოდეს მისამართი, მეპატრონის ვინაობა და ტელეფონი.
➡️ სუფთა ნაკადულის შესახებ ინფორმაციის მოწოდება შეუძლია ნებისმიერ პირს.
➡️ ფოტოები გამოქვეყნდება დავიცვათ საქართველოს სისუფთავის ვებგვერდზე და Facebook-ის გვერდზე.