2022 წლის 21 სექტემბერს, 14:00 საათზე,ონლაინ რეჟიმში ( ლინკი: https://meetingsemea29.webex.com/meetingsemea29/j.php?MTID=m01134611f6821cbffc2c3d6160f46a5e ) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია.
დღის წესრიგი
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 9.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.506) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“.
- განკარგულების პროექტი- „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N87-ში მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.15.475) და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 04.01.15.059; 04.01.15.473) სახელმწიფოსათვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ“.
კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა