დღეს, 2022 წლის 23 სექტემბერს ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეათე გეგმიური სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი.
✔️,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის N2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის II კვარტლის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან 6 თვის შემოსულობების შესრულებისა და ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების ხარჯვის მდგომარეობის შესახებ.
✔️ ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დავით აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე 9.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.07.506) ელექტრონული აუქციონით სარგებლობის უფლებით 5 (ხუთი) წლის ვადით იჯარის ფორმით გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.
✔️ ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, დემეტრე თავდადებულის ქუჩა N 87-ში მდებარე უძრავი ქონების ( მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.15.475) და დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდები 04.01.15.059; 04.01.15.473) სახელმწიფოსთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის თაობაზე.
✔️ ,,ნარჩენების მართვის კოდექსის 31-ე 35-ე მუხლებით, 36-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 39-ე მუხლით, 43-ე მუხლის პირველი ნაწილით და 46-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისას საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმის, მისი შევსების, ჩაბარების, წარმოებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 29 მაისის N 12/14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✔️ ,, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მომსახურებათა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.“
✔️ ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მრავალფუნქციური საცურაო კომპლექსის“ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების განსხაღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2022 წლის 29 მარტის N 3/24 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
✔️ ,, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში სპორტსმენთა ხელშეწყობის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულის 2014 წლის 28 თებერვლის N 6/5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ.
✔️ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულის წევრის, ფრაქცია ,,ფოთი-საქართველოსთვის თავმჯდომარის მამუკა გვასალიას 2022 წლის 29 აგვისტოს, უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ცნობად მიღების შესახებ.