დღეს, 27 სექტემბერს დიდი საზოგადო მოღვაწის და პუბლიცისტის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 179 წელი გავიდა. ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ნიკო ნიკოლაძის ძეგლი გვირგვინით შეამკო.ნიკო ნიკოლაძის სახელს უკავშირდება ქალაქ ფოთის ნავსადგურის მოდერნიზაცია, ქალაქის განაშენიანება და კეთილმოწყობა ახალი გეგმის მიხედვით. ქალაქის თავი და აღმშენებელი მოღვაწეობის პერიოდში (1894-1914 წლებში) განსაკუთრებით ზრუნავდა საზოგადოების ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაზე, ხელმძღვანელობდა მრავალ სამეურნეო, კულტურულ და საგანმანათლებლო ინიციატივას.