დღეს, სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავამ, მერის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და სამშობლოს ერთიანობისთვის დაღუპული მებრძოლების ხსოვნას კიდევ ერთხელ მიაგო პატივი. საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი აღავლინა.#აფხაზეთისაქართველოა#ჩვენდავიბრუნებთერთმანეთს