ფოთის ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში, პროფესორ ზურაბ ხონელიძის წიგნის ,,მშვიდობის ქართული პარადიგმა” პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების, ეკლესიის და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „მშვიდობის ქართული პარადიგმაში“ ავტორმა მკითხველს დიპლომატიისა და განათლების პოლიტიკის შერწყმის გზით, ახალი ხედვა „საუნივერსიტეტო დიპლომატია“ შესთავაზა. მან საუნივერსიტეტო დიპლომატია წარმოადგინა, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების განახლებული ფორმა და დიპლომატიის ახალი სახეობა. საუნივერსიტეტო დიპლომატიის“ უნიკალურმა იდეამ და ხედვამ მაღალი შეფასება და მხარდაჭერა მიიღო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისგან: აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, უნგრეთიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, უკრაინიდან. დაიგეგმა და მალე გაიმართება საერთაშორისო კონფერენციები, რომლის ძირითადი თემა სწორედ საუნივერსიტეტო დიპლომატია იქნება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ბატონ ზურაბს ამ მნიშვნელოვანი ნაშრომის გამოცემას და წარმატებებს უსურვებს საუნივერსიტეტო და დიპლომატიურ საქმიანობაში.