ქალაქ ფოთში საერთაშორისო სასტუმროების ოპერატორი კომპანია Kerten Hospitality ოპერირებას იწყებს.
ახალი სასტუმროს „Cloud7 ფოთი”-ს კონცეფცია სასტუმრო ,,ანკორის” გარდაქმნას გულისხმობს.
„Cloud7 ფოთი“-ს ექნება 21 სასტუმრო ოთახი და გრძელვადიანი საცხოვრებელი აპარტამენტი, საერთო სამუშაო სივრცე, სოციალური ჰაბი, რესტორანი, გარე კაფე და სპორტული დარბაზი.
ახალი სასტუმრო 2023 წლის შემოდგომაზე დაიწყებს ფუნქციონირებას. ეს იქნება ცენტრი ბიზნეს და სოციალური აქტივობებისათვის, ადგილი საქმიანი შეხვედრებისთვის, სახელოვნებო და კულტურული აქტივობებისთვის.
,,კერტენ ჰოსფითალითი “ სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელსაც აქვს სასტუმროები 12 სხვადასხვა ქვეყანაში და ფლობს 12 სხვადასხვა ბრენდს.
“ქალაქის ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი საერთაშორისო ორგანიზაციის შემოსვლა და ასევე განსაკუთრებით სასიამოვნოა, რომ ეს საქმიანობა დაიწყება ისტორიული სასტუმრო ,,ანკორისთვის“ ახალი სიცოცხლის შეძენით” – ბექა ვაჭარაძე.