ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის შესახებ გაერთიანებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე იმსჯელეს.
NDI-ის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე, პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის პროექტის პრეზენტაცია ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ წარადგინა. საკრებულოს ფრაქციების თავმჯდომარეებმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ მიერ შემუშავებულ საბიუჯეტო ინიციატივებსა და რეკომენდაციებზე ისაუბრეს.
აღნიშნული შეხვედრის მიზანი საბიუჯეტო პროცესებში საკოორდინაციო და მონაწილეობითი მექანიზმების დანერგვაა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.