ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023- 2026 წლების საბიუჯეტო პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, გაერთიანებული საკოორდინაციო შეხვედრა ჩატარდა.მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსანდრე ტყებუჩავამ მიმართა და მადლობა გადაუხადა NDI -ის წარმომადგენლებს შეხვედრის ორგანიზების, ასევე ქალაქის ბიუჯეტის დამუშავების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და მზაობა გამოთქვა თანამშრომლობის შემდგომ გაძლიერებაზე.როგორც თავმჯდომარემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის განხილვა, უახლოეს მომავალში, კიდევ უფრო ფართო საზოგადოების ჩართულობით გაგრძელდება.შეხვედრაზე ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსიის პრეზენტაცია მოისმინეს, ხოლო საკრებულოს ფრაქციებმა, გენდერული თანასწორობის საბჭომ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკუთარი ინიციატივები წარმოადგინეს.საკოორდინაციო შეხვედრას, რომელიც ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ორგანიზებით ჩატარდა, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა და ქალაქის მერი ბექა ვაჭარაძე საკრებულოს წევრებთან, მერიის სამსახურების უფროსებთან, გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.