2022 წლის 28 ოქტომბერს, 14:00 საათზე,ონლაინ რეჟიმში ( ლინკი: https://meetingsemea29.webex.com/meetingsemea29/j.php?MTID=m01134611f6821cbffc2c3d6160f46a5e ) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია.
დღის წესრიგი
დღის წესრიგი №10
- განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის,
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში,
ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 247.00 კვ.მ. არასასოფლო-
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების)
საკადასტრო კოდი 04.01.18.103) შპს ,,ფოთი კონსალტინგისათვის“
პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით,
სარკინიგზო ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების
უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან
დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“. - განკარგულების პროექტი – ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ,
ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი N26-ში მდებარე შენობის პირველ
სართულზე არსებულ 135.36 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე (მიწის
(უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.10.017.01.510) არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის“ უზუფრუქტის უფლების
შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ“. - განკარგულების პროექტი- ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი
აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის
საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა
და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N 4/30
განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
კომისიის თავმჯდომარე
თორნიკე ხარჩილავა