დღეს, 2022 წლის 31 ოქტომბერს ქ.ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მეთერთმეტე გეგმიური სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარემ მწუხარება გამოთქვა თანაქალაქელის, საქართველოს პარლამენტის წევრის, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო და თანაგრძნობა გამოხატა განსვენებულის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და ქალაქის საზოგადოების მიმართ.სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ტყებუჩავა უძღვებოდა განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი. „2022 წლის 3 ოქტომბრიდან, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზვიადი მიმინოშვილის უფლებამოსილების დაწყების ფაქტის“ ცნობად მიღების თაობაზე. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზვიად მიმინოშვილის, საკრებულოს ფრაქციის — „ფოთი -საქართველოსთვის“ წევრად მიღების შესახებ“ ცნობად მიღების თაობაზე. „2022 წლის 4 ოქტომბრიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის წევრის გიგლა თურქიასათვის საკრებულოს „ფოთი-საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ამავე ფრაქციის თავმჯდომარედ არჩევის შესახებ“ ცნობად მიღების თაობაზე. 2022 წლის 4 ოქტომბრიდან ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ზვიად მიმინოშვილის საკრებულოს ფრაქციის – „ფოთი -საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შესახებ“ ცნობად მიღების თაობაზე. „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 21 დეკემბრის №2/25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვრის განსაზღვრის შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 29 იანვრის N2/5 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ გზების სიის დამტკიცების შესახებ, რომლებზედაც დაუშვებელია სატრანსპორტო საშუალების პრაქტიკული მართვის სწავლება (სასწავლო სვლა)ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, ქალაქ ფოთში, ზაქარია ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 247.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.18.103) შპს ,,ფოთი კონსალტინგისათვის“ პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით, 30 (ოცდაათი) წლის ვადით, სარკინიგზო ლიანდაგის მოსაწყობად და მისი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ, ქალაქ ფოთში, 9 აპრილის ხეივანი N26-ში მდებარე შენობის პირველ სართულზე არსებულ 135.36 კვ.მ. არასაცხოვრებელ ფართზე (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 04.01.10.017.01.510) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისათვის“ უზუფრუქტის უფლების შეწყვეტასთან დაკავშირებით თანხმობის მიცემის შესახებ.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ.ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“, „ურბანული გარდასახვის პროგრამის“ ფარგლებში გამოყოფილი გრანტის ხელშეკრულების გაფორმებაზე ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა ერთი დადგენილება და ექვსი განკარგულება, ხოლო საკრებულომ ცნობად მიიღო ოთხი პერსონალური საკითხი.