ფოთში, ნიკოლაძის სანაპიროზე გზის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში 1კილომეტრიან მონაკვეთზე დაიგება ორფენიანი ასფალტო-ბეტონის გზის საფარი, მოეწყობა გარე განათების სისტემა, სანიაღვრე არხები, ბორდიურები, გადასასვლელი ხიდბოგირები, უსაფრთხოების კუნძულები.
ასევე, მოეწყობა ველო ბილიკი.
სამუშაოების ფარგლებში განხორციელდება საგზაო ნიშნების მონტაჟი და გზის მონიშვნის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 2 295 064 ლარს .