საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე ზაალ კვინჩია დღეს სსიპ კოლეჯი ,,ფაზის”-ში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრაზე გერმანელ ექსპერტთა ჯგუფმა ისაუბრა მზის ელექტრო სადგურზე, რომელიც კოლეჯში დამონტაჟდა. როგორც აღინიშნა მდგრადობის თვალსაზრისით, მზის ელექტროსადგურები ერთ-ერთი ყველაზე სუფთა, ეკოლოგიურად უსაფრთხო, პრაქტიკულად ამოუწურავი და ამასთან, განახლებადი ენერგიის წყაროა. აღნიშნულს კი დადებითი გავლენა აქვს როგორც ჯანსაღ ეკონომიკურ განვითარებაზე ასევე საზოგადოების ჯანმრთელობაზე.ამჟამად, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა -,,ელექტროობის” ფარგლებში სტუდენტებისთვის მიმდინარეობს რამდენიმედღიანი სემინარი მზის პანელების მონტაჟსა და მის გამოყენებასთან დაკავშირებით. სტუდენტები რეალურ გარემოში სწავლობენ მზის ელექტროსადგურის აწყობას, დაყენებას და დამონტაჟებას. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოლეჯის დირექტორი ნინო ბაკურაძე, Eberhard-Schöck-Stiftung ის პროექტების მენეჯერი მარსელ ბლესინგი-შუმილინი, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები: მამუკა პაპასკირი და ლექსო თოდუა სხვა მოწვეულ სტუმრებთან და კოლეჯის სტუდენტებთან ერთად.კოლეჯი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ,,ხის მხატვრული დამუშავება” ფარგლებში აქტიურად თანამშრომლობს გერმანულ საქველმოქმედო ფონდთან Eberhard-Schöck-Stiftung. რომლის ფარგლებში გერმანელ ექსპერტთა ჯგუფი პერიოდულად კოლეჯის სტუდენტებისათვის ატარებს მასტერკლასებს. ფონდის დახმარებით აქტიურად მიმდინარეობს სადურგლოს კეთილმოწყობა, რომლის სახურავზეც დამონტაჟდა მზის ელექტრო სადგური.