ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის განხილვა იწყება. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი, განსახილველად საკრებულოში, კანონმდებლობით დადგენილ ვადებში 2022 წლის 14 ნოემბერს შემოვიდა. მერის მიერ წარმოდგენილი პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი გამოქვეყნებულია საკრებულოს ოფიციალურ ვებ–გვერდზე: poti.gov.ge მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი შეგიძლიათ იხილოთ: https://tinyurl.com/3st53krcსაკრებულოს კომისიებში ბიუჯეტის განხილვის გრაფიკი შეგიძლიათ იხილოთ: https://tinyurl.com/mvsmtxx5ბიუჯეტის განხილვის პროცედურა და ვადები: ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, მერის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტების დოკუმენტს და ბიუჯეტის პროექტს რეგისტრაციაში ატარებს და წარდგენიდან 5 დღის ვადაში საჯარო განხილვისთვის აქვეყნებს საკრებულოს აპარატი.რეგისტრაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტი და ბიუჯეტის პროექტი წინასწარი განხილვისათვის გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დასკვნა, საკრებულოს სხვა კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს წევრების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, იურიდიული პირების, მოქალაქეების წინადადებები, შენიშვნები და შეფასებები მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტსა და ბიუჯეტის პროექტზე არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბარდება საკრებულოს აპარატს. საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს შემოსული შენიშვნების, დასკვნებისა და წინადადებების რეგისტრაციას, სისტემატიზაციას და არა უგვიანეს 25 ნოემბრისა გადასცემს საკრებულოს თავმჯდომარეს. ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში საკრებულო არა უგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტს გამოთქმული ყველა შენიშვნით უბრუნებს მერს. მერი ვალდებულია ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის, საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებთან და შენიშვნის ავტორებთან ერთად განიხილოს ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმული შენიშვნები და ბიუჯეტის პროექტის იმავე ან შესწორებული ვარიანტი შენიშვნებზე დასკვნასთან ერთად (რომელშიც აღინიშნება თითოეული შენიშვნა და ამ შენიშვნის მიღების ან უარყოფის დასაბუთება) არა უგვიანეს 10 დეკემბრისა წარუდგინოს საკრებულოს.ბიუჯეტის პროექტზე გამოთქმულ შენიშვნებზე მერის დასკვნას და ბიუჯეტის შესწორებულ ვარიანტს (შესწორების შემთხვევაში) რეგლამენტით დადგენილი წესით აქვეყნებს საკრებულოს აპარატი. შენიშვნები და წინადადებები, რომელიც წარდგენილი იქნება საკრებულოს რეგლამენტით გათვალისწინებული ვადების დარღვევით, არ იქნება გათვალისწინებული.ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს საკრებულო მომავალი წლის დაწყებამდე დაამტკიცებს.