2022 წლის 24 ნოემბერს, 14:00 საათზე, ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ( მის: აღმაშენებლის #12) გაიმართება ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისია.
დღის წესრიგი №11
- განკარგულების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის N27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ ცვლილების განხორციელების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
- განკარგულების პროექტი – ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზებისას განმეორებითი აუქციონის ჩატარებისა და ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2022 წლის 19 აპრილის, N4/30 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“.
- დადგენილების პროექტი – „ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“.
კომისიის თავმჯდომარე თორნიკე ხარჩილავა