დღეს ქალაქ ფოთში, ოფიციალური ვიზიტით ოთხი ქვეყნის ელჩი იმყოფებოდა.
ესტონეთის ელჩს რიინა კალიურანდს, შვედეთის ელჩს ულრიკ ტიდესტრომს, დანიის ელჩს ანე ტოფტ სორენსენს, ლიეტუვის ელჩს ანდრიუს კალინდრას და ლტოლვილთა დანიის საბჭოს წარმომადგენლებს გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მუნიციპალიტეტის მერმა ბექა ვაჭარაძემ ქალაქის პრიორიტეტები, გამოწვევები და სამოქმედო გეგმები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალის გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩებმა დევნილთა დასახლების ინფრასტრუქტურა და N2 სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება დაათვალიერეს. ბაღი, პოლონეთის საელჩოს და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) მხარდაჭერით აშენდა.