29 ნოემბერს, საკრებულოს ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში ფოთის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები: მაია დოლბაია, შალვა სარდალიშვილი და თორნიკე კირთაძე საკრებულოს წევრებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.
პროკურატურის თანამშრომლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს გენდერის ნიშნით მკვლელობისა და ოჯახში ძალადობის პრობლემატური საკითხები, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სპეციფიკა, განხილულ იქნა სტერეოტიპული დამოკიდებულებები და გენდერული როლები.
შეხვედრის მსვლელობისას აგრეთვე, განხილულ იქნა საქართველო პროკურატურაში არსებული სერვისები, როგორიცაა მოწმისა და დაზარალებული კოორდინატორი და სხვა სერვისები, რომლის გამოყენება შეუძლია ოჯახში ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლს.
მომხსენებლებმა ასევე ისაუბრეს უწყების სტრატეგიაზე, გენდერის ნიშნით ჩადენილი ქალთა მკვლელობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სისხლის სამართლის პოლიტიკაზე და მიმოიხილეს ამ კუთხით არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები
შეხვედრის დასასრულს პროკურატურის წარმომადგენლებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს და ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე.