ფოთში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD-ის) მიერ დაფინანსებული პროექტი- ”ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამა (გენდერული სერვისები)“ განხორციელდება.
პროექტი მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობას სატრანსპორტო კომპანიებში და რეგიონების მოსახლეობის სპეციფიკურ ტექნიკურ უნარებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. პროგრამა ფოთის გარდა განხორციელდება საქართველოს 5 მუნიციპალიტეტში.
ფოთის მერის მოადგილეები – დავით კვიციანი და ლექსო თოდუა, ქალაქის სატრანპორტო კომპანიის დირექტორთან ერთად , პროექტის ხელმძღვანელებს შეხვდნენ და პროგრამის მიზნებსა და დაგეგმილ აქტივობებზე დეტალურად ისაუბრეს.
პროექტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD-ის) შპს „იუაი“ საქართველოსთან თანამშრომლობით ახორციელებს.