ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2022 წლის 25 ნოემბერს დამტკიცდა N12/82 განკარგულება. აღნიშნული განკარგულების საფუძველზე დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება “ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 2 დეკემბრის №27/28 დადგენილებაში ,,ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაციის – გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის დამტკიცების თაობაზე“. კერძოდ: საკითხი ეხება ქალაქი ფოთი, კოკაიას ხეივანი N10-ში შპს ,,სოაიასტარი”-სთვის კუთვნილი მიწის (04.01.03.965) შესაბამისი ფუნქციური ზონის მინიჭებას. ფუნქციური ზონის მინიჭების თაობაზე, შპს ,,სოიასტარის”-ს მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციების საჯარო განხილვა გაიმართება 2022 წლის 7 დეკემბერს 15:00 საათზე, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში.