ნიკო ნიკოლაძის სახელობის სხდომათა დარბაზში გენდერული თანასწორობის საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. შეხვედრა ფოთის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა სარდალიშვილმა გახსნა. როგორც მან აღნიშნა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო უერთდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან კამპანიას.კამპანია 25 ნოემბერს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება, რომლის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.სხდომაზე საბჭოს წევრებმა დისკრიმინაციის არსის, დისკრიმინაციის აკრძალვის მნიშვნელობის და შრომით ურთიერთობებში არსებული გამოწვევების შესახებ მოხსენება ასევე, ძალადობის მსხვერპლისთვის იურიდიული დახმარების გაწევის თაობაზე და 2022 წელს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების და 2023 წელს დაგეგმილი ქალთა ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური გაძლიერების შესახებ ინფორმაციები მოისმინეს.ასევე განიხილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მიმდინარე აქტივობების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რასაც საბჭოს წევრებმა აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადეს.სამუშაო შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, რის შემდეგაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის „ხმა ამოიღეთ!“ ჩვენება გაიმართა.სხდომის დასასრულს საბჭოს წევრებმა ბანერზე – „ჩვენ ვგმობთ ქალთა მიმართ ძალადობას!“ ხელი მოაწერეს და გააჟღერეს ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის სლოგანები.